პროექტის პორტფოლიო
პროექტის მეცხრე დღეს დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა. მუშაობა პროექტზე საინტერესოდ წარიმართა. პროექტებით სწავლება ბავშვებს გაიყვანს მაღალ სააზროვნო უნარებზე. მუშაობის პროცესში მათ განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარები და სოციალური უნარ-ჩვევები.
რუსუდან მშვილდაძე
Tuesday, July 14, 2015
Saturday, July 11, 2015
ტრენინგის მერვე დღეს გავიარეთ მოდული 6 და 7. განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები. ფასილიტაცია აუცილებელია იმისათვის, რომ სწორად წარიმართოს სასწავლო პროცესი. გავაკეთეთ ფასილიტაციის ნიმუში. ფასილიტაცია აუცილებელია იმისათვის, რომ მოსწავლემ მოახდინოს პროექტზე ფოკუსირება. სასიამოვნო დატვირთვა ქონდა დღევანდელ დღეს.
Thursday, July 9, 2015
Tuesday, July 7, 2015
Saturday, July 4, 2015
ტრენინგის მე-5 დღეს გავიარეთ მოდული 3, რომელიც მოიცავდა კავშირებს. გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ტრენერის მეშვეობით გავიუმჯობესეთ სასწავლო პროექტის გეგმა. გავუზიარეთ ერთმანეთს სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები. ეს დღეც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ქ-ნ ირინა ზრუნავს ჩვენს სწორი მიმართულების განვითრებისთვის პროექტის მიმდინარეობისას.
Friday, July 3, 2015
ნაყოფიერი იყო ტრენინგის პირველი, მეორე და მესამე დღეებიც. გავეცანით ტრენერს- ირინა მარკოზაშვილს, რომელმაც სასიამოვნო შთაბეჭდილება დაგვიტოვა. მან სწორი წარმოდგენა შეგვიქმნა პროექტზე. ავირჩიეთ საპროექტო თემები. ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე, ვიმსჯელეთ მიმართულებების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. გავიარეთ პირველი მოდული.
Thursday, July 2, 2015
პროექტის მეოთხე დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. გავიარეთ მეორე მოდულის 3-4-5 აქტივობები, სადაც განვიხილეთ პროექტზე მუშაობისას დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რამაც მომცა საინტერესო ცოდნა პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეთა შეფასების შესახებ. რა დავალებები უნდა მივცე მოსწავლეებს პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულებისას. მადლობა ირინა მარკოზაშვილს.
Subscribe to:
Posts (Atom)